ვლადიმერ პუტინის პრეზიდენტად არჩევის შედეგად რუსეთი არ შეიცვლება. ასეთ შეფასებას დასავლური პრესა აკეთებს.
უცხოელი ჟურნალისტების განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ პუტინმა პრეზიდენის პოსტი ცოტა ხნით "დაკარგა", ქვეყანაში მუდამ ის იღებდა გადაწყვეტილებებს.
მათი შეფასებით, რუსეთის ეკონომიკა ძირითადად ნავთობის, ბუნებრივი აირის, ძვირფასი ქვებისა და მეტალების ბიზნესს ეფუძნება. რეალურად, რუსეთი "ციმბირის საუდის არაბეთია". ქვეყანას განვითარებისთვის დივერსიფიცირებული ეკონომიკა სჭირდება.
დასავლური მედია მიიჩნევს, რომ დღეს როდესაც პუტინი კვლავ მმართველობის მწვერვალშია, მას როგორც ობამასთან, ისე ევროპასთან მოუწევს ურთიერთობა.
