ავღანეთი, ცენტრალურ აზიასა და კავკასიაზე გავლით, შავ ზღვამდე ახალი სარკინიგზო მარშრუტის გასახსნელად, აშშ-სთან მოლაპარაკებას აწარმოებს.
როგორც ვაშინგტონში ვიზიტით მყოფმა ავღანეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ჯავედ ლუდინმა განაცხადა, ამერიკის მთავრობასთან მოლაპარაკების თემა ავღანეთისთვის ალტერნატიული კორიდორის გახსნის საკითხი, იუწყება საერთაშორისო მედია.
ჯავედ ლუდინმა აღნიშნულ საკითზე ჯონ ჰოპკინსის უნივერსიტეტთან არსებულ ცენტრალური აზიისა და კავკასიის ინსტიტუტის ექსპერტების წინაშე გამოსვლისასაც ისაუბრა. მისი განცხადებით, აღმოსავლეთისა და დასავლეთის მიმართულებით, პაკისტანისა და ირანის გავლით არსებული სატრანზიტო გასასვლელების გარდა, ავღანეთი შავ ზღვამდე კორიდორის შექმნას ცდილობს რომელიც თურქმენეთის, აზერბაიჯანის, საქართველოსა და თურქეთის ნაწილის გავლით რკინიგზის გამოყენებას გახდის შესაძლებელს, რაც, მისივე განცხადებით, გადაზიდვების კუთხით ისევ პოპულარული ხდება.
ლუდინმა ხაზი გაუსვა, რომ ამ საკითხზე შეერთებული შტატების მთავრობისგან მხარდაჭერა მიღებულია. მისი თქმით, ასეთი მარშრუტის შესაქმნელად ორმხრივი მოალაპარაკებები გაიმართა თურქმენეთთან, აზერბაიჯანთან, საქართველოსთან და თურქეთთან.
როგორც ავღანეთის საგარეო პოლიტიკური უწყების ხელმძღვანელის მოადგილემ განაცხადა, ახალი მარშრუტი ავღანეთს საშუალებას მისცემს მისთვის ძალიან საჭირო ალტერნატიული სატრანსპორტო კორიდორი მიიღოს შავ ზღვაზე გასასვლელად. მისივე განცხადებით, კორიდორი თითქმის უკვე მზადაა, იმდენად რამდენადაც, ააკინის სასაზღვრო პუნქტიდან შავ ზღვამდე სარკინინიგზო მიმოსვლა უკვე არსებობს.
