მაკკეინმა რუსეთის საპრეზიდენტო არჩევნები "თაღლითობად" შეაფასა
მაკკეინმა რუსეთის საპრეზიდენტო არჩევნები "თაღლითობად" შეაფასა
10:52 06.03.2012
ამერიკელმა სენატორმა ჯონ მაკკეინმა რუსეთის საპრეზიდენტო არჩევნებს "თაღლითობა" უწოდა.

მისი თქმით, "რუსეთის არჩევნები თაღლითობა აღმოჩნდა", "არაბული გაზაფხული" რუსეთში უკვე დადგა და ის აუცილებლად გაგრძელდება.

"ჩვენ ახალ, 21 საუკუნის თანამედროვე მსოფლიოში ვცხოვრობთ. დარწმუნებული ვარ, რომ რუსი ხალხი კორუმპირებულ ხელისუფლებას მუდმივად არ მოითმენს ", – განაცხადა მაკკეინმა "სიენენთან" ინტერვიუში.

რუსეთის საპრეზიდენტო არჩევნებში, ამ დროისთვის არსებული მონაცემებით, პრემიერ-მინისტრმა ვლადიმერ პუტინმა გაიმარჯვა.

ბეჭდვა