მოსკოვში, პუშკინის მოედანზე გუშინ, საპროტესტო აქციის შემდეგ დაკავებული ოპოზიციის ლიდერები უკვე გაათავისუფლეს.
პოლიციის განმარტებით, საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევისთვის "მემარცხენე ფრონტის" კოორდინატორი სერგი უდალცოვი და პარტია "სამართლიანი რუსეთის" წარმომადგენელი ალექსეი ნავალნი დააკავეს.
მიტინგის დასრულების შემდეგ უდალცოვმა მომხრეებს მოედანზე დარჩენისკენ მოუწოდა.
რუსეთში ჩატარებული საპრეზიდენტო არჩევნების შედეგები რუსულმა ოპოზიციამ გუშინ პუშკინის მოედანზე გააპროტესტა.
