სირიაში აფეთქებების შედეგად 25 ადამიანი დაიღუპა
სირიაში აფეთქებების შედეგად 25 ადამიანი დაიღუპა
13:41 03.10.2012

25 ადამიანი დაიღუპა, ხოლო ათობით დაიჭრა ალეპოს ცენტრში, სამ მანქანაში დამონტაჟებული ასაფეთქებელი მოწყობილობების აფეთქების შედეგად.



აფეთქება სამთავრობო ძალების მიერ კონტროლირებად რაიონში მოხდა. სირიის სახელისუფლებო ტელევიზიები გადასცემენ საკმაოდ დაზიანებული შენობების, ცენტრალურ მოედანზე უზარმაზარი ორმოს და დაღუპულთა ცხედრების კადრებს.

ალეპოს დასავლეთ ნაწილი ბაშარ ასადის ერთგული ჯარების მიერ კონტროლდება, ხოლო აღმოსავლეთი ამბოხებულთა ხელშია.

გასული კვირიდან ამბოხებულებმა მთელ ქალაქზე კონტროლის დამყარების მცდელობა განაახლეს.

სირიაში წელიწადზე მეტია სამთავრობო ჯარებსა და შეიარაღებულ ოპოზიციას შორის შეტაკებები მიმდინარეობს. გაერო-ს მონაცემებით, დაღუპულია 12 თასზე მეტი ადამიანი. სირიის ხელისუფლების განცხადებით, ოპოზიციასთან შეტაკებების შედეგად, 2 ათას 500-ზე მეტი სამხედრო მოსამსახურე და სამართალდამცავია გარდაცვლილი.


ბეჭდვა