მოსკოვში პუშკინის სკვერში მიმდინარე აქციაზე ვადამდელ საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნებს ითხოვენ.
ამის შესახებ მიტინგზე პარტია "სახალხო თავისუფლების" ერთ-ერთმა ლიდერმა ვლადიმერ რიჟკოვმა განაცხადა.
მისი თქმით, ოპიზიცია რუსეთში კომპლექსური რეფორმების გატარებას ითხოვს.
"თავისუფლებისა და სამართლიანობისთვის მშვიდობიან, არაძალადობრივ ბრძოლას ჩვენი მოთხოვნების შესრულებამდე გავაგრძელებთ", - აღნიშნა რიჟკოვმა.
გუშნდელი საპრეზიდენტო არჩევნების წინასწარი შედეგების გამოცხადების შემდეგ მოსკოვში საპროტესტო აქციები დაიწყო. არჩევნებზე ვლადიმერ პუტინი იმარჯვებს.
