ამერიკა ირანში ბირთვული იარაღის შექმნას არ დაუშვებს
ამერიკა ირანში ბირთვული იარაღის შექმნას არ დაუშვებს
18:07 05.03.2012
აშშ-ის პრეზიდენტის ბარაქ ობამას განცხადებით, აშშ მზადაა მის ხელთ არსებული ყველა შესაძლებლობა, მათ შორის სამხედრო ძალა გამოიყენოს, რათა ირანში ბირთვული იარაღი არ შეიქმნას.
ამის შესახებ ობამამ ისრაელის პრეზიდენტთან შიმონ პერესთან შეხვედრაზე განაცხადა.
მისივე თქმით, როდესაც საქმე ირანის ბირთვულ პროგრამას ეხება, არანაირი მოქმედება გამორიცხული არ არის.
"ჩვენ გვირჩევნია, ეს საკითხი დიპლომატიური გზით გადაწყდეს, თუმცა, ირანელ ლიდერებს აშშ-ის პოზიციაში ეჭვი არ უნდა შეეპაროთ, ისევე როგორც ისრაელის ხელისუფლების სუვერენულ უფლებაში, საკუთარი უსაფრთხოების დასაცავად", - განაცხადა ბარაქ ობამამ.



ბეჭდვა