ბრიტანული გაზეთ Guardian-ის ჟურნალისტის ლუკ ჰარდინგის შეფასებით, პრეზიდენტის პოსტზე ვლადიმერ პუტინის დაბრუნების შემდეგ,
რუსეთი დასავლეთისთვის რთული და არასტაბილური პარტნიორი იქნება.
როგორც ჟურნალისტი წერს, კრემლში პუტინის დაბრუნების შემდეგ ქვეყანაში შიდაპოლიტიკური ვითარება გამწვავდება, ხოლო აშშ-სთან დაწყებული გადატვირთვის პოლიტიკა პრაქტიკულად დასრულდება.
"პუტინის დაბრუნება იმას ნიშნავს, რომ მოსკოვი დასავლეთისთვის კვლავ რთული პარტნიორი იქნება. საერთაშორისო ასპარეზზე პუტინის კვლავ გამოჩენით დიმიტრი მედვედევისა და ბარაქ ობამას გადატვირთვის პოლიტიკა ისტორიის სანაგვეზე აღმოჩნდება",- აღნიშნავს ჰარდინგი.
