ტელეკომპანიამ "დოჟდი" მოსკოვში მანეჟის მოედანზე ვლადიმერ პუტინის მხარდასაჭერი მიტინგის დასრულების შემდეგ თანხის დარიგების ფაქტები დააფიქსირა.
ტელეკომპანიის კორესპონდენტის ილია ვასიუნინის თქმით, იგი მიტინგის დასრულების შემდეგ, აქციის მონაწილეებთან ერთად მეტროსადგურ "ბოროვიცკაიასკენ" წავიდა. ამ დროს, გაურკვეველმა პირებმა აქციის მონაწილეებში ფულის დარიგება დაიწყეს.
მანეჟის მოედანზე ფულის დარიგების ფაქტს ასევე ადასტურებს რადიო "თავისუფლების" კორესპონდენტი, რომელმაც ინტერნეტ გვერდზე "მასოვკი.რუ"-ზე შემდეგი განცხადება დააფიქსირა - "4 მარტს ვეპატიჟებით რუსეთის მოქალაქეებს 18 და 80 წლამდე სახალხო სეირნობაზე. გადახდა 700 რუბლი".
ჟურნალისტმა განცხადებაში მითითებულ ნომერზე დარეკა და გაარკვია, რომ ღონისძიებაში მონაწილეობისთვის ფასი 600 რუბლი იყო.
მათივე ინფორმაციით, ანალოგიური ფაქტი სხვა მეტროსადგურებთანაც ხდებოდა.
