ჩინეთში მრავალშვილიანმა დედამ პოლიტიკური მოთხოვნით თავი დაიწვა
ჩინეთში მრავალშვილიანმა დედამ პოლიტიკური მოთხოვნით თავი დაიწვა
15:57 05.03.2012
ჩინეთში ოთხი შვილის დედამ ტიბეტის გათავისუფლების მოთხოვნით თავი დაიწვა.

დასავლური საინფორმაციო საშუალებების ცნობით, წარმოშობით ტიბეტელმა მრავალშვილიანმა დედამ ცეცხლი პროტესტის ნიშნად წაიკიდა. იგი ტიბეტის დამოუკიდებლობას ითხოვდა.

არსებული ინფორმაციით, გასულ წელს ამავე მოთხოვნით თავი ოცმა ადამიანმა დაიწვა.

1950 წლიდან ტიბეტი ჩინეთის კონტროლის ქვეშაა.

ტიბეტის სულიერი ლიდერის დალაი-ლამას განცხადებით, ჩინეთი ტიბეტზე კულტურულ გენოციდს ახორციელებს.

ბეჭდვა