გერმანულ-რუსულ ურთიერთობებში ცვლილებებს არ ელოდებიან.
გერმანულ-რუსულ ურთიერთობებში ცვლილებებს არ ელოდებიან.
15:53 05.03.2012
გერმანულ-რუსულ ურთიერთობებში ცვლილებებს არ ელოდებიან. ინფორმაციას ამის შესახებ "Deutsche Welle" ავრცელებს.
"გერმანია დაინტერესებულია ახლანდელი კურსისა და სტრატეგიული პარტნიორობის განვითარებაში, კონტაქტების განვითარებაში, როგორც ოფიციალურ ასევე არაოფიციალურ დონეზე", - განაცხადა გერმანიის მთავრობაში გერმანულ-რუსული ურთიერთობების კოორდინატორმა ანდრეას შოკკენჰოფმა.
რუსეთში არსებული სიტუაციის კომენტირებისას ანდრეას შოკკენჰოფმა აღნიშნა, რომ მოსალოდნელია დაძაბულობის ზრდა რეფორმების მსურველ მზარდ საშუალო კლასსა და არჩეულ პრეზიდენტს შორის, რომელსაც სტაბილურობა სურს.

ბეჭდვა