სემიონ გრიგორიევი - ამომრჩეველთა აქტივობამ მოლოდინს გადააჭარბა
სემიონ გრიგორიევი - ამომრჩეველთა აქტივობამ მოლოდინს გადააჭარბა
13:33 05.03.2012
რუსეთის ე.წ ელჩი აფხაზეთში ამომრჩეველთა უპრეცედენტო აქტივობის შესახებ იუწყება.

"ინტერფაქსის" ცნობით, სემიონ გრიგორიევმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ამომრჩეველთა აქტივობამ მოლოდინს გადააჭარბა.

"მთელი დღის განმავლობაში სოხუმის საარჩევნო უბანთან დიდი რიგი იდგა. ხმის მიცემის პროცესმა დარღვევების გარეშე ჩაიარა", - განაცხადა მან.

გრიგორიევი განმარტავს, რომ
ხმების დათვლა ამ წუთებშიც მიმდინარეობს. შესაბამისად, აფხაზეთში ჩატარებული რუსეთის საპრეზიდენტო არჩევნების შედეგები დღის მეორე ნახევარში გამოცხადდება.

ბეჭდვა