რუსი ჟურნალისტი მატვეი განაპოლსკი აცხადებს, რომ რუსეთის კრეატიული საზოგადოება პუტინს მხარს არ უჭერს.
როგორც განაპოლსკიმ დღეს თბილისში, ჟურნალისტებთან შეხვედრაზე განაცხადა, ვლადიმერ პუტინს მხოლოდ საკუთარი მხარდამჭერების პრეზიდენტობა სურს და არა მთელი ქვეყნის.
მისი თქმით, პუტინს არ ჰქონია წინასაარჩევნო პროგრამა.
"მან მხოლოდ 8 სტატია გამოაქვეყნა. როგორ ხედავს ის რუსეთის მომავალს, რა იქნებოდა კარგი ქვეყნისთვის ან რის გაკეთებას აპირებს, ეს არავინ იცის"- განმარტა განაპოლსკიმ.
ჟურნალისტმა კომენტარი ქართული მხრიდან სავიზო რეჟმის ცალმხრივად გაუმქების თაობაზეც გააკეთა და განახცადა, რომ ეს წინგადადგმული ნაბიჯია.
"რუსეთის მხრიდან მსგავსი ქმედება წარმოუდგენელია, ქართველებს ისევ მოუწევთ საკონსულოებთან რიგებში დგომა და ლოდინი",- განაცხადა განაპოლსკიმ.
