პარტია "სამართლიანი რუსეთის" ლიდერი, რუსეთის პრეზიდენტობის კანდიდატი სერგეი მირონოვი მიიჩნევს, რომ საპროტესტო აქციები უშედეგო იქნება.
"საპროტესტო აქცია შედეგს ვერ მოიტანს, საჭიროა მუშაობა",- ხაზგასმით აღნიშნა მირონოვმა.
დღეს მოსკოვში, პუშკინის მოედანზე, მასობრივი მიტინგი იგეგმება, სადაც ოპოზიციის ლიდერები მხარდამჭერებთან ერთად, ცენტრალური საარჩევნო კომისის მიერ გამოქვეყნებულ წინასწარ შედეგებს გააპროტესტებენ.
აქციის განმავლობაში მიმდებარე ტერიტორიაზე ალკოჰოლური სასმელის რეალიზაცია იკრძალება.
