პუტინი ე.წ სამხრეთ ოსეთსა და აფხაზეთში ცვლილებებს არ გეგმავს
პუტინი ე.წ სამხრეთ ოსეთსა და აფხაზეთში ცვლილებებს არ გეგმავს
11:59 05.03.2012
რუსეთის პრეზიდენტობის კანდიდატი ვლადიმერ პუტინი აფხაზეთსა და ე.წ. სამხრეთ ოსეთთან დაკავშირებით რაიმე სახის ცვლილებას გამორიცხავს.
ჟურნალისტის კითხვაზე, გაპრეზიდენტების შემდეგ შესაძლებელია თუ არა რაიმე სახის ცვლილება აფხაზეთსა და ე.წ. სამხრეთ ოსეთთან დაკავშირებით, პუტინმა განაცხადა - "გამორიცხულია - ჩვენ უკან არ დავბრუნდებით".
რუსეთის ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ ბიულეტენების 99%-ის დამუშავების შემდეგ გამოიკვეთა, რომ ვლადიმერ პუტინი არჩევნებზე ხმათა 63,82%-ს აგროვებს.
ვლადიმერ პუტინი საპრეზიდენტო არჩევნებში უკვე მესამედ იმარჯვებს.




ბეჭდვა