ჩუროვმა პუტინი პრეზიდენტად გამოაცხადა
ჩუროვმა პუტინი პრეზიდენტად გამოაცხადა
11:35 05.03.2012
რუსეთის ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ ვლადიმერ ჩუროვმა ვლადიმერ პუტინი რუსეთის ფედერაციის არჩეულ პრეზიდენტად უკვე გამოაცხადა.  

"რია ნოვოსტის" ცნობით, როგორც დღევანდელ პრესკონფერენციაზე წინასწარი შედეგების გათვალისწინებით ჩუროვმა აღნიშნა, პირველსავე ტურში პუტინი პრეზიდენტად არჩეულია.

ბიულეტენების 99,3%-ის დამუშავების შედეგად გამოიკვეთა, რომ ვლადიმერ პუტინი ხმათა 63,75%-ით იმარჯვებს. გენადი ზიუგანოვმა – 17,19%, მიხეილ პროხოროვმა- 7,82%, ვლადიმერ ჟირინოვსკიმ 6,23%, ხოლო სერგეი მირონოვმა 3,85% მიიღეს.

როგორც "რია ნოვოსტი" იუწყება, ცესკო-ს თავმჯდომარის ამ განცხადებას პრესკონფერენციაზე აპლოდისმენტებით შეხვდნენ.

ბეჭდვა