რუსეთის ოპოზიციის წარმომადგენლები "მემარცხენე ფრონტის" ლიდერი სერგეი უდალცოვი და იურისტი ალექსეი ნევალნი, რუსეთის პრეზიდეტის არჩევნებს
არალეგიტიმურად მიიჩნევენ.
"მე ეს არჩევნები არ მაწყობს და მისი მიღება არ შემიძლია. ეს არის ისევ გამოწვევა საზოგადოებისთვის", - განუცხადა "რია ნოვისტს"- უდალცოვმა.
"ეს არ იყო არჩევნები, იმიტომ, რომ არჩევნებზე დაიშვებიან ის კანდიდატები, რომელთაც სურთ და აქვთ უფლეება მასში მონაწილება მიიღონ", - აცხადებს ალექსეი ნევალნი.
დღეს ოპოზიცია პუშკინის მოედანზე დიდი საპოტესტო მიტინგის გამართვას გეეგმვას.
ბიულეტენების 99,3%-ის დამუშავების შედეგად გამოიკვეთა, რომ ვლადიმერ პუტინი ხმათა 63,75%-ით იმარჯვებს. გენადი ზიუგანოვმა – 17,19%, მიხეილ პროხოროვმა- 7,82%, ვლადიმერ ჟირინოვსკიმ 6,23%, ხოლო სერგეი მირონოვმა 3,85% მიიღეს.
