პროხოროვის შტაბმა არჩევნებზე 4 ათასზე მეტი დარღვევა დააფიქსირა
პროხოროვის შტაბმა არჩევნებზე 4 ათასზე მეტი დარღვევა დააფიქსირა
10:45 05.03.2012
რუსეთის პრეზიდენტობის კანდიდატის მიხეილ პროხოროვის შტაბმა საპრეზიდენტო არჩევნებზე 4 ათასზე მეტი დარღვევა დააფიქსირა.
"ეხო მოსკვის" ინფორმაციით, ამის შესახებ თავად პროხოროვმა განაცხადა და ისიც აღნიშნა, რომ შტაბის მიერ თითოეული დარღვევევა განიხილება.

"არჩევნები რთული იყო. გამოცდილება არ გვქონდა, მაგრამ ვფიქრობ, ჩემმა გუნდმა კარგად იმუშავა", - აღნიშნა საპრეზიდენტო კანდიდატმა მიხაილ პროხოროვმა და დასძინა, რომ არჩევნებზე მხოლოდ პირველი ადგილი სურდა. "დანარჩენი ადგილებით კმაყოფილი ვერ ვიქნები", - აღნიშნა მან.

რუსეთში საპრეზიდენტო არჩევნები 4 მარტს გაიმართა. მასში 63.81%-ით ვლადიმერ პუტინი იმარჯვებს. ოფიციალური მონაცემებით, ვლადიმერ პუტინს არჩევნებზე 44,9 მილიონზე მეტმა ადამიანმა მისცა ხმა. ამ დროისთვის, დათვლილია საარჩევნო ბიულეტენების 99.07%.
გენადი ზიუგანოვმა მიიღო - 17,19%, ვლადიმერ ჟირინოვსკიმ – 6,23 %, მიხეილ პროხოროვმა - 7,78%, ხოლო სერგეი მირონოვმა 3,84% მიიღეს.

ბეჭდვა