ქეთრინ ეშტონი პატიმართა მიმართ განხორციელებული დანაშაულის ამსახველი კადრებით შოკირებულია
ქეთრინ ეშტონი პატიმართა მიმართ განხორციელებული დანაშაულის ამსახველი კადრებით შოკირებულია
14:48 21.09.2012
ევროკავშირის საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის უმაღლესი წარმომადგენელი ქეთრინ ეშტონი გლდანის მე-8 საპყრობილეში პატიმართა მიმართ განხორციელებული დანაშაულის ამსახველი კადრებით შოკირებულია.

ამის შესახებ ქეთრინ ეშტონის განცხადებაშია ნათქვამი.

ეშტონი აცხადებს, რომ ყველა ქვეყანა ვალდებულია უფლებააღკვეთილი პირების უფლებები დაიცვას და მათ მიმართ რაიმე ფორმით განხორციელებული წამებისა და სასტიკი მოპყრობის ფაქტები აღკვეთოს.

ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი აღნიშნავს, რომ მთავრობამ პასუხისმგებლობა უნდა აიღოს იმისთვის, რომ აღნიშნული საკითხის საფუძვლიანად და გამჭვირვალედ გამოძიება მოხდეს.

განცხადების თანახმად, მთავრობამ ასევე, პასუხისმგებლობა უნდა აიღოს დანაშაულში მონაწილე პირების პასუხისგებაში მიცემასთან დაკავშირებითაც.




ბეჭდვა