გაეროს კოორდინატორის ოფისი საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებს სასწრაფოდ აღკვეთოს პატიმართა წამების ფაქტები
გაეროს კოორდინატორის ოფისი საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებს სასწრაფოდ აღკვეთოს პატიმართა წამების ფაქტები
21:17 20.09.2012
გაერთიანებული ერების ორგანიზაციის კოორდინატორის ოფისი საქართველოში ვიდეოკადრებში ასახული ადამიანის უფლებების დარღვევის ფაქტებით შეშფოთებულია  - ამის შესახებ გაეროს კოორდინატორის ოფისის განცხადებაშია აღნიშნული.

განცხადების თანახმად, გაეროს კოორდინატორის ოფისი საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებს სასწრაფოდ აღკვეთოს პატიმართა წამების ფაქტები და მიუკერძოებლად და გამჭვირვალედ გამოიძიოს მათი უფლებების დარღვევის ყველა შემთხვევა.

„შეგახსენებთ, რომ საქართველო, სახელმწიფო მხარეა, რომელიც სამოქალაქო პოლიტიკური უფლებების საერთაშორისო კონვენციის ჩათვლით, ადამიანის უფლებების საერთაშორისო ინსტრუმენტების წევრია. ასევე, გაეროს წამებისა და სხვა სასტიკი მოპყრობის საწინააღმდეგო იმ კონვენციის წევრია, რომელიც სახელმწიფოს თავისუფლებააღკვეთილი პირების ღირსების დაცვას ავალდებულებს“ - ნათქვამია განცხადებაში.

განცხადების თანახმად, აღნიშნული კონვენციით სახელმწიფო ვალდებულია სასტიკი, არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობის ფაქტები აღკვეთოს.




ბეჭდვა