რუსეთის საპრეზიდენტო არჩევნებზე ამომრჩეველთა თითქმის 50% მივიდა
რუსეთის საპრეზიდენტო არჩევნებზე ამომრჩეველთა თითქმის 50% მივიდა
18:56 04.03.2012
რუსეთის საპრეზიდენტო არჩევნებზე რეგისტრირებული ამომრჩევლების თითქმის ნახევარი უკვე მივიდა.  ამის შესახებ საინფორმაციო სააგენტო "რია ნოვოსტი" რუსეთის ცენტრალური საარჩევნო კომისიის ოფიციალური მონაცემებზე დაყრდნობით იუწყება.

ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, მოსკოვის დროით 15:00 საათზე არჩევანი მთელი ქვეყნის მასშტაბით ამომრჩეველთა 47,6 %-მა გააკეთა.

რუსეთში საპრეზიდენტო არჩევნები მოსკოვის დროით 21:00 საათზე დასრულდება, რის შემდეგაც ეგზიტპოლების მონაცემები გამოქვეყნდება.


ბეჭდვა