"კოსტა კონკორდიას" კაპიტანს ტრაგედიის ღამეს სათვალე არ ეკეთა
"კოსტა კონკორდიას" კაპიტანს ტრაგედიის ღამეს სათვალე არ ეკეთა
18:50 04.03.2012
ჩაძირული საკრუიზო ლაინერის "კოსტა კონკორდიას" კაპიტანს შემთხვევის ღამეს, საკუთარი სათვალე არ ეკეთა. ამის შესახებ გემის პირველმა ოფიცერმა, კირო ამბროსიომ განაცხადა. ინფორმაციას სააგენტო "witn.com" ავრცელებს.

როგორც კირო ამბროსიომ გამოძიებას უამბო, როდესაც გემის 51 წლის კაპიტანი ფრანჩესკო სკეტინო ბნელ ღამეში ლაინერის საჭეს სანაპიროსთან ახლოს მართავდა, მას საკუთარი სათვალე არ ეკეთა. ამბროსიომ ასევე აღნიშნა, რომ გემის კაპიტანმა ოფიცერს დაავალა რადარი მის მაგივრად შეემოწმებინა.

საკრუიზო ლაინერი "კოსტა კონკორდია" 13 იანვარს, იტალიის კუნძულ ჯილიოსთან კლდეზე შეჯახების გამო დაზიანდა და ჩაიძირა. გემის ჩაძირვას 25 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.

ბრალმდებლები მომხდარში გემის კაპიტანს, ფრანჩესკო სკეტინოს ადანაშაულებენ.



ბეჭდვა