რუსეთის საარჩევნო უბანზე ბომბის არსებობა არ დადასტურდა
რუსეთის საარჩევნო უბანზე ბომბის არსებობა არ დადასტურდა
18:43 04.03.2012
მოსკოვის ერთ-ერთ სკოლაში ასაფეთქებელი ნივთიერების არსებობის შესახებ ინფორმაცია ცრუ აღმოჩნდა.
აღნიშნულ სკოლაში ორი საარჩევნო უბანი მდებარეობს.
როგორც სამართალდამცავებმა "იტარ-ტასს" განუცხადეს ,ინფორმაცია ბომბის არსებობის შესახებ დღის მეორე ნახევარში, სატელეფონო ზარის საშუალებით გახდა ცნობილი.
საგამოძიებო ჯგუფის განმარტებით, ევაკუაციის საფუძველი არ ყოფილა, საარჩევნო უბანმა კი - ჩვეულ რეჟიმში განაგრძო ამომრჩევლის მიღება.

ბეჭდვა