ირანსა და ერაყში ტრამპის დაპატიმრების ორდერები გაიცა
ირანსა და ერაყში ტრამპის დაპატიმრების ორდერები გაიცა
16:31 15.01.2021
ირანის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით, ირანისა და ერაყის სასამართლოებში მიმდინარეობს შესაბამისი სამართლებრივი პროცედურები ყასემ სოლეიმანისა და მისი თანმხლები პირების წინააღმდეგ განხორციელებული თავდასხმის გამოძიებასთან დაკავშირებით. მისივე თქმით, საგარეო საქმეთა სამინისტროსა და სხვა სახელმწიფო უწყებების ჩართულობით გაცემულია აშშ-ს პრეზიდენტის დონალდ ტრამპის დაკავების ორდერი.

აბუ მაჰდი ალ-მოჰანდესისა და მის თანამებრძოლთა მკვლელობის საქმის გამოძიების კვალდაკვალ, ერაყში სასამართლომ დონალდ ტრამპის დაპატიმრების ორდერი გასცა.

როგორც ერაყის უმაღლესი სასამართლო საბჭოს განცხადება იუწყება, ალ-მოჰანდესის ოჯახის წევრების სარჩელის და პირველადი გამოძიების შედეგად, ალ-რასაფეს სასამართლოს სპეციალურმა მოსამართლემ, რომელიც „ჰაშდ ალ-შააბის“ სარდლის მოადგილის აბუ მაჰდი ალ-მოჰანდესის და მის თანამებრძოლთა მკვლელობის საქმეს იძიებს, ერაყის სისხლის სამართლის კოდექსის 406-ე მუხლის საფუძველზე, აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის დაპატიმრების გადაწყვეტილება მიიღო.

ბეჭდვა