რუსეთის შსს-ს მტკიცებით, ქვეყანაში საპრეზიდენტო არჩევნები სერიოზული დარღვევების გარეშე მიმდინარეობს.
"ხმის მიცემა სერიოზული ინციდენტების გარეშე მიმდინარეობს. პოლიცია შემოსულ საჩივრებს ამოწმებს, თუმცა, მათი დიდი ნაწილი არ დასტურდება", აცხადებენ რუსეთის შსს-ის პრეს-ცენტრში.
ამასთან, სამინისტროს ინფორმაციით, ცენტრალური საარჩევნო კომისიიდან, ბიულეტენების ტრანსპორტირება პოლიციის თანხლებით განხორციელდება.
შეგახსენებთ, რომ რუსეთში საპრეზიდენტო არჩევნები მიმდინარეობს.
არჩევნებში პრეზიდენტობის 5 კანდიდატი - პრემიერი ვლადიმერ პუტინი, ბიზნესმენი მიხეილ პროხოროვი, "ლიბერალ-დემოკრატიული პარტიის" თავმჯდომარე ვლადიმერ ჟირინოვსკი, "კომუნისტური პარტიის" ლიდერი გენადი ზიუგანოვი და ფედერაციის საბჭოს ყოფილი სპიკერი სერგეი მირონოვი იყრიან კენჭს.
