ჩეჩნეთის საარჩევნო უბანი ინტერნეტ მონახულების ლიდერი გახდა
ჩეჩნეთის საარჩევნო უბანი ინტერნეტ მონახულების ლიდერი გახდა
17:39 04.03.2012
რუსეთში მიმდინარე საპრეზდენტო არჩევნების ვებ-ტრანსლაციისას, ინტერნეტ მონახულების ლიდერი ჩეჩნეთში, ვედენსკის რაიონში მდებარე ერთ-ერთი საარჩევნო უბანი გახდა.
საარჩევნო უბანზე ხმის მიცემის პროცესს ამ დროისთვის უკვე 2,500-მდე ინტერნეტ-მომხმარებელმა მიადევნა თვალი. აღნიშნულ ინფორმაციას სააგენტო "რია ნოვოსტი" ავრცელებს.
სააგენტოს ცნობით, უბანმა ხალხის ყურადღება იმის გამო მიიპყრო, რომ ის საკუთარ სახლშია განთავსებული. ასევე, ეს არის ჩეჩნეთის ყველაზე პატარა უბანი, სადაც სულ 44 ამომრჩეველია რეგისტრირებული. ამ დროისთვის 43-მა მათგანმა საკუთარი არჩევანი უკვე გააკეთა.
რუსეთის ფედერაციაში მიმდინარე საპრეზიდენტო არჩევნები მოსკოვის დროით 21:00 საათზე დასრულდება.

ბეჭდვა