რუსული ოპოზიცია მომხრეებთან ერთად, ხვალ პუშკინის მოედანზე საპროტესტი აქციას გამართავს.
"როსბალტის" ცნობით, მიტინგი სამართლიანი არჩევნების მოთხოვნით, მოსკოვის მერიასთან უკვე შეთანხმებულია.
როგორც "მემარცხენე ფრონტის" ლიდერი სერგეი უდალცოვი აცხადებს, აქცია საღამოს საათებში გაიმართება და მასში მონაწილეობას, სულ მცირე, 10 ათასი მოქალაქე მიიღებს.
"ბევრმა ჩვენგანმა დღეს არჩევანი გააკეთა, გავაკეთეთ ყველაფერი, რაც შეგვეძლო, რათა სამართლიანი არჩევნები მიგვეღო. კარგად ვიცით, ვის სასარგებლოდ მუშაობდა სახელმწიფო მანქანა მთელი წინასაარჩევნო პროცესის განმავლობაში, როგორ ხორციელდებოდა ზეწოლა საარჩევნო კომისიების წევრებზე, რომლებსაც პირველსავე ტურში ვლადიმერ პუტინის გამარჯვების უზრუნველყოფა მოსთხოვეს. ცნობილი ფაქტია ისიც, რომ მთელი საარჩევნო ფონდი ამ მიზნის მისაღწევად დაიხარჯა", - აღნიშნავს უდალცოვი.
