რუსეთი „კავკასია 2012“-ში 8 ათას სამხედროს ჩართავს
რუსეთი „კავკასია 2012“-ში 8 ათას სამხედროს ჩართავს
13:06 17.09.2012
რუსეთში მასშტაბური სამხედრო წვრთნა „კავკასია 2012“ იწყება, რაც დასავლეთის ქვეყნებისა და საქართველოს შეშფოთებას იწვევს, იუწყება „ბი-ბი-სი“.

სამხედრო წვრთნაში, მთლიანობაში მონაწილეობას მიიღებს დაახლოებით 8 ათასი ადამიანი, 200-ზე მეტი საბრძოლო მანქანა, დაახლოებით 100 საარტილერიო დანადგარი, ასევე, ცხრა საბრძოლო გემი და კატარღა.

„კავკასია 2012“ ორ ეტაპად განხორციელდება და ოთხ პოლიგონს და შავი და კასპიის ზღვების აკვატორიას მოიცავს.

სწავლებაზე რუსეთის პრეზიდენტს ვლადიმერ პუტინსაც ელიან.

მიუხედავად იმისა, რომ სწავლება რუსეთის ტერიტორიაზე იმართება, საქართველოს ხელისულებამ განაცხადა, რომ მოსკოვის ქმედებები კავკასიის ქვეყნების სუვერენიტეტს უქმნის საფრთხეს. წვრთნები საფრთხეს წარმოადგენს არა მხოლოდ საქართველოს, არამედ მთელი რეგიონისთვის.

„ბი-ბი-სის“ ცნობით, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტის გრიგოლ ვაშაძის განცხადებით, 1 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების წინ, რუსეთი იმედოვნებს სწავლების საშუალებით მოახდინოს საქართველოს შიდაპოლიტიკურ გარემოზე ზეწოლა.

გასული კვირის ბოლოს ნატო-ს გენერალურმა მდივანმა ანდერს ფოგ რასმუსენმა რუსეთს სწავლების გამჭვირვალედ ჩატარებისკენ მოუწოდა.  „სწავლების ჩატარების წინააღმდეგი არ ვართ, ჩვენ მოვუწოდებთ გამჭვირვალობისკენ, რადგან ეს ურთიერთნდობის საფუძვლად მიგვაჩნია“ - განაცხადა რასმუსენმა.

ბეჭდვა