რუსეთის საპრეზიდენტო არჩევნებზე დარღვევები იკვეთება
რუსეთის საპრეზიდენტო არჩევნებზე დარღვევები იკვეთება
15:45 04.03.2012
"ნოვაია გაზეტა" მოსკოვსა და რეგიონებში საპრეზიდენტო არჩევნებში ხმის მიცემისას დარღვევების შესახებ საუბრობს.  

გამოცემა იუწყება, რომ ფიქსირდება ე.წ. "კარუსელები" - საარჩევნო უბნებზე ავტობუსებით ამომორჩევლების მიყვანა.

გაზეთის ინფორმაციით, "კარუსელის" მონაწილეები დღის განმავლობაში მოსკოვში რამდენიმე უბანზე აძლევენ ხმას. სტროგინოს რაიონის ერთ-ერთ უბანზე "კარუსელის" 22 ავტობუსი შენიშნეს. უბნის თავმჯდომარე კი დამკვირვებლების საჩივარზე რეაგირებას არ ახდენს.

ამასთან, "ნოვაია გაზეტას" ინფორმაციით, რიგ უბნებზე არ უშევებენ პარტია "იაბლოკოს" დაკვირვებლებს.


ბეჭდვა