დაღესტანში გუშინ განხორციელებული სპეცოპერაციის ადგილზე სამართალდამცავებმა 6 თვითნაკეთი ასაფეთქებლი მოწყობილობა აღმოაჩინეს.
ცუნტინსკის რაიონში ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად 5 ბოევიკია ლიკვიდერებული, დაიღუპა ერთი პოლიციელი, სამი დაიჭრა.
სპეცოპერაციის ადგილზე აღმოჩენილია ასევე ე.წ. „შაჰიდის“ ორი ქამარი, დიდი ოდენობით იარაღი და საბრძოლო მასალა.
ბოევიკები საბავშვო ბაღის სარდაფში იმალებოდნენ.
ლიკვიდირებული ბოპევიკებიდან 4 სხვადასხვა მკვლელობებისთვის ძებნაში იყო.
