ანტიისლამისტური ფილმის „მუსულმანთა უცოდველობის“ ერთ-ერთი ავტორი მიიმალა
ანტიისლამისტური ფილმის „მუსულმანთა უცოდველობის“ ერთ-ერთი ავტორი მიიმალა
13:06 16.09.2012
ამერიკული სკანდალური ანტიისლამისტური ფილმის „მუსულმანთა უცოდველობის“ ერთ-ერთმა ავტორმა ნაკულა ბასილი განაცხადა, რომ კალიფორნიაში თავის  საცხოვრებელ ადგილს ტოვებს და გაურკვეველი მიმართულებით გაუჩინარდა. ამის შესახებ დღეს „ასოშიეიტედ პრესი“ იუწყება.

55 წლის ამერიკელი ამ განცხადებამდე გამოსაცდელი ვადის პირობების დარღვევისთვის, რომელიც მას თაღლითობისათვის ქონდა მისჯილი, პოლიციაში დაკითხვაზე იმყოფებოდა.

პოლიციაში აცხადებენ, რომ ის დაკითხვაზე თავისი ნებით მივიდა, ხოლო დაკითხვის შემდეგ პოლიციის თანხლებით მანქანით წაიყვანეს.

ლოს-ანჯელესის ოლქის შერიფის მოადგილე აცხადებს, რომ პოლიციისთვის უცნობია, სად წავიდა ნაკულა ბასილი, რადგან მან განაცხადა, რომ სახლში დაბრუნებას არ აპირებს.

ანტიისლამისტური ფილმის ინტერნეტში გამოჩენამ მუსულმანურ სამყაროში პროტესტის დიდი ტალღა გამოიწვია. მსხვერპლით დასრულდა თავდასხმები დიპლომატიურ მიისებზე ქაიროში, ლიბიასა და ტუნისში, დემონსტრაციები მიმდინარეობს იემენსა და ირანში.



ბეჭდვა