სამთავრობო ძალები სირიაში ქალაქ რასტანს ბომბავენ.
დასავლური მედიის ინფორმაციით, რასტანი ერთ-ერთი ქალაქია, რომელშიც ოპოზიცია იყო გამაგრებული.
არსებული ინფორმაციით, სირიის შეიარაღებულმა ძალებმა ქალაქზე შეტევა დღეს დილიდან დაიწყეს. რასტანი ოპოზიციის დასაყრდენ ქალაქ ჰომსიდან 20 კილომეტრში მდებარეობს.
ადამიანის უფლებათა დამცველი ორგანიზაციების განმარტებით, ბოლო პერიოდში სირიაში მიმდინარე არეულობებს 7 ათასზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა.
