ავღანეთში პოლიციელის თავდასხმის შედეგად, ნატოს საერთაშორისო ძალების 4 ჯარისკაცი დაიღუპა. ამის შესახებ იუწყება „ბი-ბი-სი“.
შემთხვევა პროვინცია ზაბულში მოხდა, დაჭრილია რამდენიმე სამხედრო.
ბოლო დღე-ღამის განმავლობაში, ეს უკვე მეორე მსგავსი ინციდენტია. მანამდე ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ ავღანელმა პოლიციელმა ცეცხლი გახსნა და ნატო-ს ორი ჯარისკაცი დაიღუპა.
თავდასხმა პაკისტანის საზღვართან მდებარე ბლოკ-საგუშაგოზე მოხდა.
თავდამსხმელი ლიკვიდირებულია, თუმცა, ჯერ უცნობია ის მარტო მოქმდებდა თუ თანამზრახველებთან ერთად.
რამდენიმე დღის წინ, ასევე თავდასხმა განხორციელდა ნატო-ს სამხედრო ბაზა „კემპ ბასტიონზე“, სადაც ორი საზღვაო ფეხოსანი დაიღუპა.
ავღანელი სამართალდამცავების ფორმაში გადაცმული პირების ნატო-ს ძალებზე თავდასხმას „მწვანეებისლურჯებზე თავდასხმას“ უწოდებენ. წლის დასაწყისიდან მსგავსი ფაქტების შედეგად 50-მდე ჯარისკაცი დაიღუპა, რომელთა უმეტესობა ამერიკელი იყო.
ასევე ცნობილია, რომ ადგილი აქვს თალიბების მხრიდან ავღანელი სამხედროების გადაბირებასაც.
ავღანეთში ნატოს 130 ათასამდე სამხედრო იმყოფება, ხოლო ავღანეთის ჯარის შემადგენლობა 350 ათას ადამიანს ითვლის.
ნატო-ს სამხედრო კონტინგენტი ქვეყნის დატოვებამდე ავღანელ სამხედროებს წვრთნებს უტარებს.
