აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტი სუდანიდან და ტუნისიდან ამერიკის დიპლომატიური წარმომადგელობების თანამშრომლებისა და მათი ოჯახების ევაკუაციას ახორციელებს.
როგორც „ბი-ბი-სი“ იუწყება, საელჩოებში მხოლოდ ის თანამშრომლები დარჩებიან, რომელთა წარმომადგენლობებში ყოფნა აუცილებელია.
სახელმწიფო დეპარტამენტმა განცხადება გაავრცელა, რომელშიც ტუნისში მყოფ ყველა ამერიკელს ქვეყნის დატოვებისკენ მოუწოდებენ.
აშშ-ს საელჩოებზე ტუნისსა და სუდანში თავდასხმები მას შემდეგ განხორციელდა, რაც ანტიისლამურმა ამერიკულმა ფილმმა ახლო აღმოსავლეთსა და ჩრდილოეთ აფრიკაში აღშფოთება და პროტესტის ტალღა გამოიწვია.
14 სექტემბერს ტუნისში დემონსტრანტები თავს დაესხნენ აშშ-ს საელჩოსა და ამერიკულ სკოლას. თავდასხმის შედეგად 2 ადამიანი დაიღუპა.
კიდევ 3 ადამიანი დაიღუპა სუდანის დედაქალაქ ხართუმში, სადაც პროტესტანტები თავს აშშ-ს გერმანიისა და დიდი ბრიტანეთის საელჩოებს დაესხნენ.
ისლამურ სამყაროში დაწყებულ საპროტესტო აქციებს უკვე მინიმუმ 7 ადამიანი შეეწირა, მათ შორის ბენღაზიში დაიღუპა აშშ-ს ელჩი კრისტოფერ სტივენსი.
