აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტმა, ალექსანდრე ანქვაბმა რუსეთის ფედერაციაში მიმდინარე საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობა მიიღო და საკუთარი არჩევანიც დააფიქსირა.
მან ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რომ "ხვალინდელ დღესა და ძლიერ რუსეთს" მისცა ხმა.
როგორც იგი აცხადებს, ეს აფხაზეთისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, რადგან რუსეთი მისი მთავარი სტრატეგიული და ეკონომიკური პარტნიორია.
დე-ფაქტო აფხაზეთის მცხოვრებთა დიდი ნაწილი რუსეთის მოქალაქედ ითვლება. რუსეთის პრეზიდენტის არჩევნებში მონაწილეობის მიღება აფხაზეთში მცხოვრებ იმ მოქალაქეებს შეუძლიათ, რომლებიც რუსეთის პასტორტს ფლობენ.
რუსეთის საპრეზიდენტო არჩევნებისთვის, დე-ფაქტო აფხაზეთის ტერიტორიაზე 9 საარჩევნო უბანი მუშაობს.
