მოსკოვში, ლენინის პროსპექტზე არსებულ საარჩევნო უბანზე ინციდენტი მოხდა.
ინციდენტი სწორედ იმ დროს დაფიქსირდა, როცა არჩევანს პრეზიდენტობის კანდიდატი, რუსეთის პრემიერ-მინისტრი ვლადიმერ პუტინი აკეთებდა.
"რია ნოვოსტის" ინფორმაციით, რამენიმე გოგონა წელს ზემოთ გაშიშვლდა და მოხატული სხეული გამოაჩინა, წარწერებით ისინი პუტინს უწმაწური სიტყვებით მოიხსენიებდნენ.
სამართალდამცავება ოპერატიულად შეძლეს მათი დაკავება და განყოფილებაში გადაყვანა.
როგორც მოგვიანებით გაირკვა, აქტივისტები უკრაინელები იყვნენ.
