რუსეთის საპრეზდენტო არჩევნებზე ხმა ე.წ. სამხრეთ ოსეთის 5 200-მა ამომრჩეველმა მისცა
რუსეთის საპრეზდენტო არჩევნებზე ხმა ე.წ. სამხრეთ ოსეთის 5 200-მა ამომრჩეველმა მისცა
14:25 04.03.2012
ე.წ. სამხრეთ ოსეთში რუსეთის საპრეზიდენტო არჩევნებში, 13:00 საათის მონაცემებით, მონაწილეობა 5 200-მდე ამომრჩეველმა მიიღო.  ამის შესახებ "სამხრეთ ოსეთში რუსეთის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა" ელბრუს კარგიევმა დღეს ბრიფინგზე განაცხადა.
მისი თქმით, არჩევნების პროცესი მშვიდად მიმდიარეობს.
რუსეთის საპრეზიდენტო არჩევნებისთვის, ე.წ. სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკაში 12 საარჩევნო უბანი მუშაობს.

ბეჭდვა