სუდანში პოლიციამ დემონსტრანტების წინააღმდეგ, რომლებიც დიდი ბრიტანეთისა და გერმანიის საელჩოებში ცდილობდნენ შეჭრას, ცრემლსადენი გაზი გამოიყენა.
თვითმხილველთა თქმით, ანტიისლამური ფილმის „მუსულმანთა უმანკოება“ საწინააღმდეგო აქციაში დაახლოებით 5 ათასი კაცი მონაწილეობდა.
ვრცელდება ინფორმაცია იემენში მსგავსი აქციის შესახებ, სადაც უსაფრთხოების ძალებმა გამაფრთხილებელი ცეცხლი გახსნეს და ხალხის გაფანტვის მიზნით წყლის ჭავლი გამოიყენეს, მას შემდეგ, რაც ისინი დედაქალაქში მდებარე აშშ-ს საელჩოში შეღწევას შეეცადნენ. იგივე ვითარებაა ყატარის დედაქალაქ დოჰასა და ზოგიერთ სხვა არაბულ ქვეყანაში.
ფილმმა „მუსულმანთა უმანკოება“ პროტესტის ტალღა გამოიწვია და ლიბიაში ამერიკელი დიპლომატების დაღუპვის მიზეზი გახდა.
11 სექტემბერს ბენღაზიში აშშ-ს საკონსულოზე შეიარაღებული პირების თავდასხმის შედეგად 52 წლის ელჩი სტივენსი, საელჩოს ერთი თანამშრომელი და სახელწმიფო დეპარტამენტის ორი წარმომადგენელი დაიღუპნენ.
