რუსეთის ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში მყოფი უცხოელი დამკვირვებლები არჩევნების სამართლიანად ჩატარების იმედს გამოთქვამენ.
როგორც "ინტერფაქსი" იუწყება, ამის შესახებ კომისიის წევრმა ტატიანა ვორონოვამ კომისიაში მოქმედ საინფორმაციო ცენტრში განაცხადა.
"გვსურს, ჩვენს სტუმრებს საერთაშორისო დამკვირვებლებს მადლობა გადავუხადოთ მუშაობაში მონაწილეობისთვის და იმისთვის, რომ ამ მნიშვნელოვან დღეს ჩვენთან ერთად იმყოფებიან. გამოვთქვამთ იმედს რომ, ისინი მუშაობისას ჩვენი ნაციონალური სუვერენიტეტის, მიუკერძოებლობის პატივისცემას დაეყრდნობიან", - აღნიშნა ვორონოვამ.
რუსეთის საპრეზიდენტო არჩევნების პროცესს 56 ქვეყნიდან 685-მდე საერთაშორისო დამკვირვებელი აკვირდება. მათ შორის, საპრეზიდენტო არჩევნებისთვის რუსეთში ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის, ეუთოს და დსთ-ს დელეგაციები ჩავიდნენ.
დღეს რუსეთის ფედერაციის მოქალაქეები პრეზიდენტს ირჩევენ.
