სამეფო ოჯახი „გააბრაზა“ ფრანგულ „ყვითელ პრესაში“ პრინც უილიამის მეუღლის, კემბრიჯის ჰერცოგინია კეტრინის ფოტოების გამოქვეყნებამ, რომელზეც ის „მოღეღილი მკერდითაა“ დაფიქსირებული - იუწყება „ბი-ბი-სი“.
ფოტოები, სავარაუდოდ, ციხე-სიმაგრის ტერიტორიაზეა გადაღებული, სადაც წყვილი გასულ კვირას ისვენებდა.
სამეფო ოჯახის წევრების განცხადებით, მონარქებს ამ ფოტოების გამოქვეყნებამ ის დრო გაახსენა, როდესაც პრინცესა დიანას პარიზის ავტოკატასტროფამდე ცოტა ხნით ადრე, მასმედია ყველგან თან სდევდა.
აღნიშნული ფოტოები უკვე გახდა სამეფო ოჯახის პირადი ცხოვრების უფლების თაობაზე საერთო დისკუსიის მიზეზი, განსაკუთრებით კი, სამი კვირის წინ, უილიამის ძმის პრინც ჰარის შიშველი ფოტოების გამოქვეყნებასთან დაკავშირებული სკანდალის შემდეგ.
