რუსეთის საპრეზიდენტო არჩევნებში, "ედინაია რასიას" კანდიდტმა, რუსეთის პრემიერ-მინისტრმა ვლადიმერ პუტინმა ხმა უკვე მისცა.
ამის შესახებ საინფორმაციო სააგენტო "ლენტა რუ" იტყობინება.
იგი საარჩევნო უბანზე საკუთარ მეუღლესთან, ლუდმილა პუტინასთან ერთად გამოცხადდა. მათ ხმა ლენინის პროსპექტზე მდებარე უბანზე მისცეს ხმა.
წინასწარი გამოკითხვებით, ყველაზე მეტი ხმას არჩევნებში სწორედ პუტინი აიღებს, თუმცა, ოპოზიციის პროგნოზით, მისთვის მიცემული ხმების ოდენობა 50 პროცენტს ვერ მიაღწევს, ამიტომაც მეორე ტური დაინიშნება.
რუსეთის საპრეზიდენტო აჩევნებში სულ 5 კანდიდატი იყრის კენჭს. ესენია "ედინაია რასიადან" ვლადიმერ პუტინი, დამოუკიდებელი კანდიდატი მიხეილ პროხოროვი, "რუსეთის ფედერაციის კომუნისტური პარტიიდან" გენადი ზიუგანოვი, "სპრავედლივაია რასიადან" სერგეი მირონოვი და რუსეთის ლიბერალ-დემოკრატიული პარტიიდან ვლადიმერ ჟირინოვსკი.
