რუსეთში არჩევნებზე დარღვევის კიდევ ერთი ფაქტი დაფიქსრდა
რუსეთში არჩევნებზე დარღვევის კიდევ ერთი ფაქტი დაფიქსრდა
13:10 04.03.2012
რუსეთში საპრეზიდენტო არჩევნების მიმდინარეობისას დარღვევის კიდევ ერთი ფაქტი დაფიქსრდა - ქალაქ იაკუტსკის მცხოვრები საარჩევნო ყუთში ერთდროულად 8 ბიულეტინის ჩაყრას ეცადა.  ამის შესახებ ინფორმაციას "რია ნოვოსტი" ავრცელებს.

დანაშაულის ადგილას ადგილობრივი საგამოძიებო-ოპერატიული ჯგუფი მივიდა და მოქალაქეს ბიულეტენები ჩამოართვეს.

მანამდე, ეკატერინბურგში პოლიციამ რუსეთის საპრეზიდენტო არჩევნების მიმდინარეობისას ე.წ "კარუსელის" მონაწილეები დააკავა.

რუსეთის საპრეზიდენტო აჩევნებში სულ 5 კანდიდატი იყრის კენჭს. ესენია "ედინაია რასიადან" ვლადიმერ პუტინი, დამოუკიდებელი კანდიდატი მიხეილ პროხოროვი, "რუსეთის ფედერაციის კომუნისტური პარტიიდან" გენადი ზიუგანოვი, "სპრავედლივაია რასიადან" სერგეი მირონოვი და რუსეთის ლიბერალ-დემოკრატიული პარტიიდან ვლადიმერ ჟირინოვსკი.

რუსეთში საპრეზიდენტო არჩევნები მოსკოვის დროით 9:00 საათზე დაიწყო.

ბეჭდვა