იემენში საპროტესტო აქციის მონაწილეები აშშ-ს საელჩოში შეჭრას შეეცადნენ
იემენში საპროტესტო აქციის მონაწილეები აშშ-ს საელჩოში შეჭრას შეეცადნენ
13:58 13.09.2012
წინასწარმეტყველ მუჰამედის შესახებ ფილმის გამოსვლის პროტესტის ნიშნად, იემენის დედაქალაქ სანაში დემონსტრანტები ამერიკის საელჩოს თავს დაესხნენ.

ადგილობრივი პოლიცია ჰაერში ისვრის, რათა შენობის შიდა ეზოდან შეკრებილები გამოდევნოს.

სამშაბათს ბენღაზიში აშშ-ს საკონსულოზე იერიშის დროს ამერიკის ელჩი დაიღუპა, ხოლო ქაიროში გამძვინვარებულმა ბრბომ დიმპლომატიური მისიის შენობაზე დაშვებული აშშ-ს დროშა შავი ისლამური ქსოვილით შეცვალა.

მასიური არეულობაა ტუნისში, სადაც რამდენიმესაათიანი მშვიდობიანი დემონსტრაციის შემდეგ, ბრბო აშშ-ს საელჩოში შეჭრას შეეცადა.

ბეჭდვა