ყარაჩის ტექსტილის ფაბრიკაში გაჩენილი ხანძარის შედეგად გარდაცვლილთა რიცხვმა 195-ს მიაღწია, იუწყება „ბი-ბი-სი“.
ხანძრის შედეგად ათობით ადამიანმა სხეულის სხვადასხვა სახის დაზიანება მიიღო. მათ შორის, არიან ისინ,ი ვინც ცეცხლმოკიდებული შენობიდან ხტებოდნენ.
ყარაჩში ტექსტილის ფაბრიკაში ხანძარი გუშინ ღამით გაჩნდა. ხანძრის ლიკვიდაციაზე მეხანძრეთა 40 ბრიგადა მუშაობდა.
მაშველებს ფაბრიკის შენობიდან ამ დრომდე გამოაქვთ დაღუპულთა ცხედრები.
