ლიბიაში აშშ-ს საკონსულოზე თავდასხმას ელჩი ემსხვერპლა
ლიბიაში აშშ-ს საკონსულოზე თავდასხმას ელჩი ემსხვერპლა
14:48 12.09.2012
ბენღაზში აშშ-ს საკონსულოზე შეიარაღებული პირების თავდასხმის დროს, ლიბიაში ამერიკის ელჩი დაიღუპა. ამის შესახებ „ბი-ბი-სის“ ლიბიის ხელისუფლების წარმომადგენლებმა აცნობეს.

„როიტერის“ ცნობით კი, ელჩის გარდა, ღამით მომხდარი თავდასხმისას საკონსულოს კიდევ სამი თანამშრომელი დაიღუპა.

გავრცელებული ინფორმაციით, პროტესტის ამ ფორმის მიზეზი აშშ-ში გადაღებული ფილმი გახდა, რომელიც პროტესტანტების მტკიცებით, წინასწარმეტყველ მუჰამედს შეურაცხყოფს.





ბეჭდვა