ეკატერინბრუგში ე.წ. "კარუსელის" მონაწილეები დააკავეს
ეკატერინბრუგში ე.წ. "კარუსელის" მონაწილეები დააკავეს
11:56 04.03.2012
ეკატერინბურგში პოლიციამ რუსეთის საპრეზიდენტო არჩევნების მიმდინარეობისას ე.წ "კარუსელის" მონაწილეები დააკავა.
"ლენტა რუ"-ს ინფორმაციით, კარუსელში დაახლოებით 10 მოქალაქე მონაწილეობდა. მათ აღიარეს, რომ ხმა სხვა საარჩევნო უბანზე უკვე მისცეს.
სამართალდამცავი ორგანოების ოფიციალური მონაცემებით, რუსეთში საპრეზიდენტო არჩევნების მიმდინარეობაისას სხვა სახის დარღვევები აქამდე არ დაფიქსირებულა.
რუსეთის საპრეზიდენტო აჩევნებში სულ 5 კანდიდატი იყრის კენჭს. ესენია "ედინაია რასიადან" ვლადიმერ პუტინი, დამოუკიდებელი კანდიდატი მიხეილ პროხოროვი, "რუსეთის ფედერაციის კომუნისტური პარტიიდან" გენადი ზიუგანოვი, "სპრავედლივაია რასიადან" სერგეი მირონოვი და რუსეთის ლიბერალ-დემოკრატიული პარტიიდან ვლადიმერ ჟირინოვსკი.

რუსეთში საპრეზიდენტო არჩევნები მოსკოვის დროით 9:00 საათზე დაიწყო.

ბეჭდვა