დიმიტრი მედვედევმა ხმა უკვე მისცა
დიმიტრი მედვედევმა ხმა უკვე მისცა
11:39 04.03.2012
რუსეთის პრეზიდენტმა დიმიტრი მედვედევმა საპრეზიდენტო არჩევნებში ხმა უკვე მისცა. ამის შესახებ "ინტერფაქსი" იტყობინება.

იგი საარჩევნო უბანზე მოსკოვის დროით 11:00 საათზე მეუღლესთან სვეტლანა მედვედევასთან ერთად მივიდა.

რუსეთის საპრეზიდენტო აჩევნებში სულ 5 კანდიდატი იყრის კენჭს. ესენია "ედინაია რასიადან" ვლადიმერ პუტინი, დამოუკიდებელი კანდიდატი მიხეილ პროხოროვი, "რუსეთის ფედერაციის კომუნისტური პარტიიდან" გენადი ზიუგანოვი, "სპრავედლივაია რასიადან" სერგეი მირონოვი და რუსეთის ლიბერალ-დემოკრატიული პარტიიდან ვლადიმერ ჟირინოვსკი.
რუსეთში საპრეზიდენტო არჩევნები მოსკოვის დროით 9:00 საათზე დაიწყო. ეგზიტპოლების პირველი მონაცემები მოსკოვის დროით 21:00 საათზე გახდება ცნობილი, მას შემდეგ, რაც კალინინგრადის ოლქში საარჩევნო უბნები დაიხურება.




ბეჭდვა