თურქეთში პოლიციის შენობასთან ტერაქტი მოხდა
თურქეთში პოლიციის შენობასთან ტერაქტი მოხდა
14:26 11.09.2012
თურქეთში, სტამბოლში პოლიციის შენობის წინ თვითმკვლელმა ტერორისტმა თავი აიფეთქა.

dha.com.tr-ის ცნობით, აფეთქების შედეგად პოლიციის ოფისის შენობა დაზიანდა, რომლის შესასვლელსაც უსაფრთხოების მიზნით, პოლიციის თანამშრომლები იცავენ.

ადგილზე მობილიზებულია სასწრაფო დახმარებისა და სახაძრო-სამაშველო სამსახურის ბრიგადები.

შემთხვევის შედეგად არიან დაჭრილები და დაშავებულები. დაჭრილები საავადმყოფოებში გადაიყვანეს. ვრცელდება ინფორმაცია, რომ აფეთქებას მსხვერპლიც მოჰყვა.



ბეჭდვა