ჟირინოვსკიმ საპრეზიდენტო არჩევნებზე ხმა უკვე მისცა
ჟირინოვსკიმ საპრეზიდენტო არჩევნებზე ხმა უკვე მისცა
11:19 04.03.2012
რუსეთის პრეზიდენტობის კანდიდატმა, ვლადიმერ ჟირინოვსკიმ რუსეთის ფედერაციაში მიმდინარე არჩევნებში მონაწილეობა უკვე მიიღო.  ამის შესახებ საინფორმაციო სააგენტო "ინტერფაქსი" იტყობინება.
"მსურს ხვალ ყველას კარგი განწყობა ჰქონდეს. თუ განწყობა ცუდი იქნება, ეს ნიშნავს, რომ არასწორი არჩევანი გაკეთდა", - განაცხადა ვლადიმერ ჟირინოვსკიმა ხმის მიცემის შემდეგ.
რუსეთში საპრეზიდენტო არჩევნები მოსკოვის დროით 9:00 საათზე დაიწყო. ეგზიტპოლბის პირველი მონაცემები მოსკოვის დროით 21:00 საათზე გახდება ცნობილი, მას შემდეგ, რაც კალინინგრადის ოლქში საარჩევნო უბნები დაიხურება.

ბეჭდვა