რუსეთის ერთ-ერთ საარჩევნო უნაბანზე ამომრჩეველი გარდაიცვალა
რუსეთის ერთ-ერთ საარჩევნო უნაბანზე ამომრჩეველი გარდაიცვალა
11:13 04.03.2012
რუსეთში, ზელენოგრადის საარჩევნო უბანზე მამაკაცი გარდაიცვალა.  ამის შესახებ "რია ნოვოსტი" იუწყება.  

მამაკაცმა საარჩევნო უბანზე თავი შეუძლოდ იგრძნო და სასწრაფო დახმარების მისვლამდე გარდაიცვალა.
ინფორმაციას ამის თაობაზე რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტროც ადასტურებს.

"025-ის სამსახურში 07:50 საათზე შევიდა შეტყობინება, რომ საარჩევნო უბანზე, რომელიც ზელენოგრადში მდებარეობს, მამაკაცი შეუძლოდ იყო. პოლიციელებმა სასწრაფო დახმარება გამოიძახეს, მაგრამ ექიმების მისვლამდე გარდაიცვალა", - ნათქვამია შსს განცხადებაში.

ექიმების თქმით, გარდაცვალების მიზეზი გულის მწვავე უკმარისობა გახდა.


ბეჭდვა